ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ხელი მოაწერა ევროპულ ქარტიას, ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ,

25 სექტემბერი, 2019

ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, თბილისის საკრებულოში, ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე პრეზენტაციის სახით წარადგინეს დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია, „ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“

კონფერენციაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ხელი მოაწერა ევროპულ ქარტიას, ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მიერ 2006 წლის მაისში შექმნილ დოკუმენტს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის - ქუთაისის, რუსთავის ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა კონფერენცია ,,ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“, რომელზეც ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების მიზნით, თანაბარუფლებიან მონაწილეობაზე ისაუბრეს.

გააზიარე