ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერმა და ვიცე-მერმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს

16 სექტემბერი, 2019

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორთან მაია ცქიტიშვილთან ერთად პირველკლასელებთან მისალოცად წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ.

სწავლის პროცესი ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლაში შეფერხების გარეშე განახლდა.

გააზიარე