ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, თეთრ ხიდზე დასატანი ციტატები განიხილეს

15 აგვისტო, 2018

15 აგვისტოს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რიგით მე-4 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ რამდენიმე საკითხი განიხილა: 1. თეთრი ხიდის ფილებზე დასატანი ფრაზები; 2. ქუთაისის ზონირებისა და განაშენიანების წესი. პირველ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს წევრებმა ყველა შემოსული ფრაზა განიხილეს და მოახდინეს მითი შერჩევა/კორექტირება. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე მოწვეულმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, ფილოლოგებმა: ლუკა დვალიშვილმა და ზეინაბ კიკვიძემ გარკვეული რჩევები მისცეს საბჭოს წევრებს და გადაწყდა, რომ ორი დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ინგა აბრამიძე დამატებით კონსულტაციებს გაივლის ექსპერტებთან ფრაზების დასაზუსტებლად. ფილებზე დასატან ყველა ფრაზას მიეთითება ავტორი. განაშენიანების და ზონირების დოკუმენტი კიდევ ერთხელ იქნა განხილული, რომელიც საბჭომ მიიღო ბატონი ომარ კიკვიძის რეკომენდაციების გათვალისიწინებით და მიეცა რეკომენდაცია ადმინისტრაციას, აღნიშნული რეკომენდაციები მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რაზეც მერიის წარმომადგენლებმა დასტური განაცხადეს. ასევე განხილული იყო საბჭოს მედიასთან კომუნიკაციის საკითხი. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მუშაობა უნდა იყოს ყველასთვის ღია, გამჭვირვალე, მათ შორის მედიისთვის. მედიას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საბჭოს მუშაობისა და განსახილველი საკითხების თაობაზე. საბჭოს წევრებმა მათ ხელთ არსებული საშუალებებით მაქსიმალურად მოახდინონ, საბჭოს მუშაობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება. საბჭომ ასევე განიხილა მოქალაქეების მიერ შეტანილი რამდენიმე ინიციატივა. მოისმინა ინფორმაცია მშვიდობის ბურთის, მშვიდობის მოედანზე განთავსების იდეის შესახებ და მოიწონა. უფრო დეტალური ინფორმაცია და კონკრეტული დადგენილებები შეგიძლიათ იხილოთ ოქმის სახით, რომელიც უახლესი 10 დღის განმავლობაში ქუთაისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გააზიარე