ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერიაში მრჩეველთა ახალი საბჭო შეიკრიბა

6 ივლისი, 2018

დღეს ქუთაისის მერიაში მრჩეველთა ახალი საბჭო შეიკრიბა. მრჩეველთა ახალი საბჭო ქუთაისის მერის ინიციატივით შეიქმნა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. შეხვედრას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდნენ. გიორგი ჭიღვარია საბჭოს წევრებს, ქუთაისში დაგეგმილი და მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა. ნინო თვალთვაძემ კი თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე (kutaisis.gov.ge) ახალი ინიციატივების შესახებ გააცნო, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ადგილობრივ თვითმმართველობას, საკუთარი იდეების და პროექტების ელექრონული ვერსიები წარუდგინოს.

გააზიარე