ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერია პატრნიორ ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირების გადამზადებას იწყებს

17 მაისი, 2019

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქის მერიის დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე მუშაობენ.

პირველი პროექტი ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადამზადებას მეფუტკრეობის მიმართულებით, წარმატებული შშმ პირები მიიღებენ შესაძლებლობას, პროექტის დასრულების შემდეგ თავად აწარმოონ თაფლი.

მერის მოადგილის განცხადებით, ამ მიმართულებით თეორიული კურსი უკვე სრულდება და ივნისის თვეში გადავლენ პრაქტიკულ მეცადინეობაზე.

რაც შეეხება მეორე პროექტს, აქტიურად მიმდინარეობს ბენეფიციარების შერჩევა, შერჩეული იქნება მინიმუმ 10 მობილობის შესაძლებლობის მქონე პირი, მოხდება მათი გადამზადება ვებ-მარკეტინგის მიმართულებით.

" ეს არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია დღეს ბაზარზე და დიდი იმედი მაქვს მოხდება მათი დასაქმება. აქვე აღვნიშნავ რომ ძალიან კარგი თანამშრომელობა შედგა ჩვენსა და ყველა იმ ორგანიზაციას შორის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კუთხით საქმიანობს. მხოლოდ შარშან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გადამზადების შედეგად უკვე 8 შშმ პირი არის დასაქმებული, რომლებსაც აქვთ სტაბილური შემოსავალი და ეს სწორედ ჩვენს მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად იქნა მიღწეული. წელსაც ველოდებით რომ მინიმუმ ათამდე შშმ პირს, სოწრედ მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტებიდან გამომდინარე გაუჩნდდეს შემოსავალი და დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

გააზიარე