ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას იწყებს

6 ივლისი, 2018

ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების განხორციელებას იწყებს.მოალაქებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განათავსონ. ნებისმიერ მსურველს დღეიდან მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ექნება საკუთარი იდეა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას.საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს.შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. პროექტი usaid-ს და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა. აღნიშნული სიახლე მოქალაქეების ადგილობრივ მმართველობაში აქტიურ ჩართულობას, საჯაროობას და მოქალაქეთა თავისუფალი იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება. განაცხადის შევსების ფორმასა და ლინკს იხილავთ მითითებულ ბმულზე www.Volis.Kutaisi.gov.ge

 

გააზიარე