ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა.

28 მაისი, 2019

ქუთაისის საკრებულოს ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი უძღვებოდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა დღეს, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის განაშენიანების გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით პროექტში ცვლილებები ხეების მოჭრის რაოდენობის შემცირებისთვის გახდა აუცილებელი. დღესვე დეპუტატებმა ოლიმპიური დონის საცურაო აუზის მშენებლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3.„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის 2010 წლის 24 ნოემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N59-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტროტუარის ნაწილი) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის N3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ადგილი N2) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირის N3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული ადგილი N3) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „ვითიბი ბანკი ჯორჯიასათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

8.ქალაქ ქუთაისში, 35-ე სკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე სსიპ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთში საცურაო კომპლექსის მშენებლობისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შესახებ.

გააზიარე