ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 9 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა

16 სექტემბერი, 2019

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა 9 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე გაიმართა და მას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნითა და წუთიერი დუმილით დაიწყო. დღესვე დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა. სამკერდე ნიშნებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების 17, საუკეთესო ფიზიკური მომზადების 30 და საუკეთესო მსროლელი 79 კადეტი. წელს ლიცეუმში 124 კადეტი ჩაირიცხა, რომელთაგან 25 გოგონაა.

გააზიარე