ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ირაკლი შენგელია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე გარემოვაჭრეებს შეხვდა

13 სექტემბერი, 2019

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შენგელია ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე გარემოვაჭრეებს შეხვდა.
გარევაჭრობასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ბაზრობა "ქუთმოლის" თანამშრომლებმა გამოთქვეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს. ბაზრობის ადმინისტრაციისა და მოვაჭრეების მოთხოვნის შესაბამისად დღეს მათ მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შენგელია ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობა კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

გააზიარე