ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

"იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტული უპირატესობების კვლევა"

12 სექტემბერი, 2019

"იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის კონკურენტული უპირატესობების კვლევა"

ქუთაისის მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი მთავრობისა და სამხარეო ადმინისტრაციის, ასევე ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კვლევა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, იოსებ ბერიკაშვილმა წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.

კავკასიის ეკონომიკის სკოლის კვლევითი ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და CIG-ის (სითი ინსტიტუტი საქართველო) ერთობლივი კვლევა 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნული რეგიონების კონკურენტუნარიანი დარგების გამოკვლევას ემსახურებოდა

გამოყენებითი კვლევა ევროკავშირსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC-ის შორის დადებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა

გააზიარე