ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

გენდერული თანასწორობის საბჭო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა.

2 ივლისი, 2019

გენდერული თანასწორობის საბჭო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. ეს უკვე მე-4 პლატფორმაა, რომელიც გენდერულმა თანასწორობის საბჭომ ანგარიშის ჩასაბარებლად აითვისა. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა, ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომელიც აღმასრულებელ რგოლს საბჭოს სახელით გადაეცა. სხდომაზე ასევე მომავალი წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეგახსენებთ, საბჭო წლის შემაჯამებელი ანგარიშით უკვე წარსდგა საკრებულოს წინაშე. ასევე, ტელეკომპანია რიონის პირდაპირი ეთერით დეტალურად შეჯამდა საბჭოს მუშაობა და წლის ანგარიში მოისმინეს EECMD ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში.

გააზიარე