ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შემუშავებული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების გეგმა

17 მაისი, 2019

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია 2017 წელს შესაბამის მემორანდუმზე ხელმოწერით შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ და აიღო ვალდებულება მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაზე. ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის.

 

ამ ინიციატივის ფარგლებში და ევროკავშირის თბილისის სამდივნოს ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების გეგმა (LEDP). იგი კერძო სექტორის საჭიროებებზე, თვითმმართველობის შესაძლებლობებზე და მათ საერთო მიზნებზე შექმნილი საშუალოვადიანი დოკუმენტია, რომელიც ორიენტირებულია ქალაქში  სამეწარმეო აქტივობის სტიმულირების, ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული ადამიანური უნარების განვითარების და ქალაქის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობისთვის.

ქუთაისის 2019-2020 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა (LEDP) განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ და აღიარებულია ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პრინციპების შესაბამის დოკუმენტად და შეფასდა დადებითად. ამ საფუძვლით, ქუთაისის მუნიციპალიტეტი დაწინაურდა, M4EG კლუბის მოქმედი წევრის სტატუსამდე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 აპრილის სხდომაზე მოწონებულ იქნა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების გეგმა“ (საკრებულოს განკარგულება N168 24.04.2019წ.)

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების  ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა 7 წევრის: მერიის (3 წევრი), კერძო სექტორის (1 წევრი), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (2 წევრი) და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისაგან (1 წევრი), რომელთა შერჩევა მოხდა შესაბამისი სექტორების რეკომენდაციებით, ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე მათი გავლენისა და ინტერესების მიხედვით. ჯგუფს ხელმძღვანელობს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მრჩევლად (აეგ ოფიცერი LEDO) დაინიშნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი, რომელიც გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მთავარი კოორდინატორია. სამუშაო ჯგუფთან ერთად, ტექნიკური, ორგანიზაციული და საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის მუშაობდა ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ეკონომიკური განვითარების განყოფილება მისი პროფესიული საჯარო მოხელეებით. ქალაქის საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრისათვის ინფორმაციები შეგროვდა შემდეგი წყაროებიდან:

Ø  შეხვედრები და დისკუსიები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნეს და სამეცნიერო წრეებთან

Ø  ინტერვიუები და ანკეტირება სტუდენტ-ახალგაზრდობასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან

Ø  სტრატეგიული დოკუმენტები ქალაქის და რეგიონის შესახებ

Ø  აეგ ჯგუფის დისკუსიები

საბოლოო ჯამში  აეგ ჯგუფმა გეგმის შემუშავებისათვის ჩაატარა 24 სამუშაო შეხვედრა.

აეგ გეგმის შემუშავების პროცესში, მოქალაქეების და კერძო სექტორის მხრიდან გამოკვეთილი წინადადებების, რეკომენდაციების, საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა ქალაქის სტრატეგიული ხედვა და შესაბამისი მიზნები, რომელთა მიღწევა დაიგეგმა 2019-2020 წლების განმავლობაში.

ქუთაისი მიზნად ისახავს გახდეს ქალაქი, სადაც განვითარებული საინვესტიციო და სამეწარმეო გარემო, ცნობადს ქმნის ქალაქს საერთაშორისო დონეზე და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას, განვითარებას და დასაქმებას.

სტრატეგიული მიზანი:

  1.    საინვესტიციო და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება.

2.    ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული ადამიანური უნარების განვითარება.

3.    ქალაქის ცნობადობის გაზრდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლების გეგმის შესრულებას კოორდინაციას გაუწევს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ოფიცერი (LEDO), მონიტორინგს განახორციელებს ჯგუფი 5 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 1 პირი არის ადგილობრივი თვითმმართველობიდან, 2 სამოქალაქო სექტორიდან, 2 ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი. მონიტორინგის ჯგუფის დაკომპლექტების პროცესში დაცულია გენდერული ბალანსი. მონიტორინგი განხორციელდება ყოველ 6 თვეში არანაკლებ ერთხელ. აეგ გეგმაში გაწერილი ღონისძიებების შესრულების შეფასებას მონიტორინგის ჯგუფი განახორციელებს შედეგებისა და მონიტორინგის ინდიკატორების მიხედვით.

გააზიარე