ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ბრიტანეთის ელჩი ქუთაისის მერს შეხვდა

10 დეკემბერი, 2019

ქუთაისში ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაქენზი სმიტი ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას, ვიცე მერს დავით ერემეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შენგელიას და მოადგილე რამაზ ჩხიკვაძეს შეხვდა. ვიზიტი ნიუპორტისა და ქუთაისის 30 წლიანი მეგობრობის ფარგლებში შედგა. ქუთაისის მერმა ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო და მხარეებს შორის არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ნიუპორტი და ქუთაისი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლოდ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია დაგეგმილი. თავის მხრივ, ბრიტანეთის ელჩი ქალაქის საინვესტიციო პოტენციალითა და მიმდინარე სიახლეებით დაინტერესდა.

გააზიარე