ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტომშენებლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, იმედა საღინაძემ მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში ჩააბარა

21 ოქტომბერი, 2019

ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტომშენებლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, იმედა საღინაძემ დღეს მოსახლეობას ერთი წლის ანგარიში ჩააბარა და ადგილობრივებს 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და მერის წარმომადგენელი, ნინო ტატურაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც დეპუტატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, 2020 წელს ავტომშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.მოწესრიგდება ი. აბაშიძის ქუჩის N 10,N13 და N 15 ბინის გარე ფასადები. გარე ფასადის მოსაწესრიგებელი სამუშაოები ჩაუტარდება ავტომშენებლის 3-დან 18-ის ჩათვლით მდებარე ბინებს.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკიას ქუჩას, სადაც მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები და ღვარსადენები.
მომდევნო წელსვე მოასფალტდება გუგუნავას ქუჩის შიდა კვარტალური გზები.

2020 წელს გაგრძელდება მდინარე ოღასყურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დასრულების შემდეგ მოსახლეობის მრავალწლიან პრობლემას სრულად მოაგვარებს.

გააზიარე