Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

შეხვედრა მწერალ ავთანდილ ყურაშვილთან

18 September, 2020

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს. ავთანდილ ყურაშვილს ამ დღეებში საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია გადასცა, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. პოეტმა ქრისტიანული პოეზიის X ფესტივალის „ წმინდა ნინოს ჯვარის“ მთავარი პრიზიც მოიპოვა. „ ვულოცავთ ბატონ ავთანდილ ყურაშვილს მორიგ აღიარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანამედროვე. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას ყოველთვის გამოხატავდა და კვლავ ასე გააგრძელებს“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა. მწერალს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

Share page