Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში"

9 December, 2019

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ( RURD) პირველი საკოორდინაციო შეხვედრა. პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით , საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტში ჩართულია: საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი - ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.შეხვედრაში მონაწილეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღო.

,,უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების როლი უდიდესია რეგიონების განვითარებაში. გარდა იმისა, რომ აქ მიმდინარეობს სასწავლო-აკადემიური პროცესები, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ უნივერსიტეტებმა წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. ამ მიზნით , რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტები და აქტიური თანამშრომლობა უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და უნივერსიტეტებს შორის. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე აქვს ამ ტიპის თანამშრომლობა ჩვენი ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებთან და საკმაოდ წარმატებულიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით , საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში კიდევ უფრო გაიზრდება და ერთად მეტ წარმატებებს მივაღწევთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

Share page