Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

5 October, 2019

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ზურაბ დოხტურაშვილის და ზაურ შეყრილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-13 საერთაშორისო ტურნირი იმართება თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრს ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე,საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ქუთაისის მერიის დაფინანსებით იმართება და მასში საქართველოს ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის ორი გუნდი იღებს მონაწილეობას. ტურნირი ორ ასაკობრივ კატეგორიაში - 2007-2008 და 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის ტარდება. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Share page