Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა

20 September, 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:

1.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ა(ა)იპ „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ გაწეული სამუშაოს ანგარიში, 2019 წლის რვა თვეში გაწეული მუშაობისა და დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში, 2019 წლის რვა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაფუძნების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ჭიღვარიასათვის თანხმობის მიცემის შესახებ
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
6. „ააიპ „სპეციალური სერვისებისათვის“ მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

Share page