Hot line:(0431) 24-26-51 ან 595250309

მერაბ კვიცარიძე ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სამკერვალო ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

5 July, 2019

ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სამკერვალო ქარხნის თანამშრომლებს დღეს ქუთაისის საკრებულოს წევრი, ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ კვიცარიძე შეხვდა. დეპუტატმა ქარხანაში დასაქმებულებს ინფორმაცია მის მიერ ინიცირებულ პროექტზე მიაწოდა, რომელიც მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევას ითვალისწინებს. "- ჩემი პროექტის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფასო სამედიცინო გამოკვლევები თქვენსავე სახლთან ახლოს ჩაიტაროთ. მეტი ინფორმირებულობისთვის კი გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ექოსკოპიით, კარდიოგრამითა და მინი ლაბორატორიით აღჭურვილი მიკროავტობუსი იმოძრავებს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში. შესაბამისად, ყველა მსურველს სამედიცინო გამოკვლევები სრულიად უფასოდ გაუკეთდება. ასევე მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენგან რომელიმეს ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემა აქვს და სჭირდება ქირურგიული ჩარევა მზად ვარ პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და ჩემი რესურსითაც დაგეხმაროთ. რადგან აქ სხვადასხვა უბანსა და რაიონში მცხოვრებლები ხართ შეგიძლიათ სამედიცინო გამოკვლევები თქვენი ოჯახის წევრებმაც უფასოდ ჩაიტარონ. მე ყოველთვის მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო თქვენს გამოჯანმრთელებაში."- აღნიშნა მერაბ კვიცარიძემ ქარხანაში მომუშავე ქალბატონებთან. პროექტის გაცნობის შემდეგ მერაბ კვიცარიძემ ქალბატონებს ანგარიში გააცნო.

Share page