თეატრები

meskhishvili theatre
ლ.მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი

ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1955წლის 5 ნოემბერს. ქუთაისში ჯერ კიდევ 1859 წლიდან იმართებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, ანტონ ლორთქიფანიძის, გიორგი ღოღობერიძის, ეფროსინე კლდიაშვილისა და სხვათა ხელმძღვანელობით, რომლებმაც მტკიცე ნიადაგი შეუქმნეს ქუთაისში პორფესიული თეატრის დამკვიდრებას. იდგმებოდა გ.ერისტავის, ზ.ანტონოვის, ა.წერეთლის, გ.სუნდუკიანის, მოლიერის პიესები. 1880 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის მუდმივი პროფესიული დასი, ფინანსური კრიზისის გამო მან ხმოლოდ ერთი წელი იარსება

ვრცლად
opera house
ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი

ოპერის შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968წ. 3 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა.

ვრცლად
puppet theatre
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა არსებობა 1946 წელს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან არსებული თოჯინების თეატრალური ჯგუფის ბაზაზე დაიწყო. პირველი პრემიერა 1946 წლის 31 დეკემბერს შედგა სპექტაკლით აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის დაარსების ერთ-ერთი თაოსანი სერგო ცაგარეიშვილი გახლდათ, სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა ვ.კიკნაძემ, მუსიკა დაწერა გ.კემულარიამ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი დოდო ანთაძე გახლდათ. თოჯინების თეატრის შემდგომი ზრდისა და შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაში წვლილი მიუძღვით რეჟისორებს ლ.სენგელიას,თ. ლორთქიფანიძეს, ვ.ქუთათელაძეს, ს.ვაჩნაძეს, თ.მესხს, მ.ფურცვხანიძეს, შ.ცუცქირიძეს, ა.ჩხიკვაძეს, მხატვრებს გ.ბერეჩიკიძეს, ვ.კიკვიძეს, ვ.მიზანდარს, ჯ. ფაჩუაშვილს, დ. კოკელიძეს, მ.ციცქიშვილს

ვრცლად