კულტურა

კულტურა

124 წელი (978-1122) გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი,ეროვნული კულტურის და განათლების კერად წოდებული ქუთაისი საუკუნეების მანძილზე ქმნიდა და აყალიბებდა ქართულ ეროვნულ ცნობიერებას.
იყო მინოსი კრეტაზე და აიეტი ქუთაისში, არგონავტები და სახელგანთქმული ოქროს საწმისი, სწორედ ამ დროიდან დღემდე ქუთაისი ინარჩუნებს თავის ეროვნულ კულტურულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში.
ქუთაისში ტრადიციების და თანამედროვეობის შეხამება ყოველთვის საინტერესოდ ვლინდებოდა. აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, შალვა დადიანი, სიმბოლისტური ჯგუფი „ცისფრეყანწელები“ სწორედ ქუთაისში იწყებს თავის შემოქმედებით მოღვაწეობას, აქვე იბეჭდება გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა ქართულ თანამედროვე პოეზიაში. აქ იწერება საქვეყნოდ ცნობილი ოპერები,მუსიკალური ნაწარმოებები ზაქარია ფალიაშვილის და მელიტონ ბალანჩივაძის მიერ. ვასილ ამაშუკელიც პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს სწორედ ქუთაისში იღებს.
ყალიბდება ”მუდმივი სცენა” და იწყება ქართული თეატრის ისტორია,სადაც იდგმებოდა გ.ერისთავის, ზ.ანტონოვის, ა.წერეთლის, გ.სუნდუკიანის, მოლიერის ა.წერეთლის, ა.ცაგარელის, ი.ჭავჭავაძის, რ.ერისთავის, ა.ყაზბეგის, უ.შექსპირის და სხვათა პიესები. ქართული თეატრალური ხელოვნების მექად ქუთაისი 1928-1930წლებში იქცა,როდესაც აქ მოღვაწეობდა დიდი რეფორმატორი და რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი.მის მიერ დადგმული სპექტაკლები კ.გუცკოვის ”ურიელ აკოსტა”,შ.დადიანის ” კაკალ გულში”,ე. ტოლერის ”ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ” მნიშვნელოვანი ეტაპია ქართუილი თეატრის ისტორიაში.
ქართული რეალისტური ქანდაკება იაკობ ნიკოლაძესთან ერთად ქუტაისში იწყება,აქვე ხატავს კაკაბაძე საქვეყნოდ ცნობილ სურათებს...
....ასე წარსულსა და მომავალს შორის ხიდად გადებულ ქალაქში გამოიძერწა პირველი სკოლის ლეგენდარული ორი აბრა,რომელზეც ყველა ის სახელია ამოტვიფრული ვინც შემქნა ქართული ეროვნული ცნობიერება და კულტურის ისტორია.