ბიზნესი

ბიზნესი

ბიზნესი ქუთაისი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელ და მიმზიდველ გარემოს ქმნის. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ მთავრობას სტრატეგიული განვითარების გეგმა და რამდენიმე პროგრამა გააჩნია.

 
ქუთაისის თვითმმართველობაში ჩამოყალიბებულია ბიზნესის მხარდამჭერი საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელსაც ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ხელმძღვანელობს მეწარმეებისა და ბიზნესმენების მხარდაჭერასა და სტიმულირებას ითვალისწინებს. საბჭო გარდა ბიზნესის ხელშეწყობისა და სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერისა ერთგვარ სათათბირო ორგანოსაც წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
მიმდინარე წელს მერიაში უცხოური ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პროგრამა მუშაობს. აღნიშნული პროგრამის მიზნებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება წარმოადგენს. ასევე ხდება საგამოფენო სტენდების, ინვენტარის დამზადება და ქუთაისში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების და მათ მიერ ნაწარმოები საკვები პროდუქტების უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორებისათვის წარდგენა.


დაძმობილებული ქალაქების ბიზნეს–სექტორისათვის ქალაქ ქუთაისის ეკონომიკური და სამრეწველო შესაძლებლობების დემონსტრირება ამ პროგრამის ერთ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.


უცხოური ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეწყობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პროგრამა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაა, რომელსაც ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახური ყოველწლიურად ადგენს. ამ პროგრამით ადგილობრივი მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის გარდა სამუშაო ადგილების გაზრდაზეც აკეტებს აქცენტს