ქალაქის მერი

გიორგი თევდორაძე

 

გიორგი თევდორაძე დაიბადა 1975 წლის 15 მაისს ქ. ქუთაისში. 1981-1992 წწ.-ში სწავლობდა ქ.ქუთაისის 35-ე საშუალო სკოლაში. 1992-1997 წწ.-ში სწავლა განაგრძო ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 2001 წელს სწავლა განაგრძო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში. 1999-2002 წწ.-ში იყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ქუთაისის საქალაქო და იმერეთის სამხარეო ორგანიზაციების თავმჯდომარე; ,,მოძრაობა ქუთაისისათვის“ სპიკერი; ,,ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კონგრესის“ დამფუძნებელი. 2003 წელს მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მერის მრჩეველი ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საკითხებში. 2004-2007 წწ.-ში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე იმერეთში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.