Kutaisi

საკრებულოს თავმჯდომარე

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი

amiran khvadagianiდაიბადა 1954 წლის 30 მარტს ცაგერში;

1981 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში;

1981-1984 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში;

1985 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს სადოქტორო დისერტაცია. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი;

1989-1997 წლებში იყო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი;

1998-2002 წლებში იყო პრორექტორი ეკონომიკური განვითარების დარგში;

2002-2006 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი;

2006 წლის 10 მაისიდან 2 ნოემბრამდე იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;

2006 წლის 16 ივლისიდან დღემდე არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

არის 64 სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 17 გამოგონება და 3 სახელმძღვანელოა;

2004-2006 წლებში იყო ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრი;

2006 წლის 2 ნოემბრიდან დღემდე არის ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.