დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღნიშვნა ქუთაისში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა, საგალობლების ფესტივალი
და საზეიმო კონცერტი 8 თებერვალი - დავით აღმაშენებლის ხსენების დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია ნებისმიერი ქართველისთვის, მაგრამ განსაკუთრებულად ის ქუთაისში აღინიშნება.
წელს, დავითობის აღნიშვნის ფარგლებში არსებულ ტრადიცულ ღონისძიებებს ორი ახალი საინტერესო პროექტი დაემატა.
პირველ რიგში ეს ქ. ქუთაისის მერიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ერთობლივი გამოფენაა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა“. გამოფენა გაიხსნება 8 თებერვალს, 13:00 საათზე გელათის სამონასტრო კომპლესთან არსებულ გელათის აკადემიის შენობაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს დავითის ეპოქის სამწერლობო ტრადიციას და ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენელთა მიერ გაცემულ დოკუმენტებს: დავითის ავტოგრაფი დაცული სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, „გალობანი სინანულისა“, რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, გელათისა და ვანის სახარებები, გიორგი III-ისა და ლაშა გიორგის სიგელები და სხვ. გამოფენის ფარგლებში მომზადდა ღია ბარათების კრებული „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში“.
8 თებერვალს 13:30 საათზე გელათის აკადემიის შენობაში გაიმართება საგალობლების ფესტივალი. ქართული საგალობლების კულტურა საკუთარ თავში ღვთის სადიდებლის პარალელურად თავად ერის ისტორიული და მენტალური განვითარების ინფორმაციის მატარებელია.  მნიშვნელოვანია, რომ    საგალობლების ფესტივალში                                                                      ახალგაზრდა გუნდებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ანჩისხატის ტაძრის გუნდი, რომელმაც XIX საუკუნის ქართული გალობის სანოტო კრებულებზე დაყრდნობით საქართველოში პრაქტიკულად პირველმა დაიწყო ქართული საგალობლების ტრადიციების აღდგენაზე ზრუნვა.
18:30 საათზე კი, ლ. მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი.
8 თებერვლის პროგრამა:
10:30 - დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება
12:00 - გელათის სამონასტრო კომპლექსი
საზეიმო წირვა,  დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა
გელათის აკადემიის შენობა
13:00 -  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა ხელნაწერთა ცენტრის კოლექციებში“
13:30  - საგალობლების ფესტივალი
მონაწილეები: „ანჩისხატი“, „აღსავალი“, „იადგარი“, ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდი
18:30 სთ. -  ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი.


ბოლო სიახლეები

დღეს ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯ ...
2018-02-15 58
საქართველოს რეგიონული განვითარებისა ...
2018-02-13 85
დავით აღმაშენებლის ხსენების დღის აღ ...
2018-02-07 1100
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია პირვე ...
2018-02-07 157
დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპ ...
2018-02-04 201
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text