Kutaisi

მოგესალმებათ ქუთაისი

სიახლეები ყვეელა სიახლის ნახვა

ქუთაისის ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია გრძელდება

ქუთაისის ცენტრალური უბნის რეაბილიტაცია
17 მაისი 2012 ვრცლად

ქუთაისში კოლხური შადრევანის გახსნისა და ცენტრალური მოედნის სრული რეაბილიტაციის შემდეგ მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციის ახალი ეტაპი ისტორიულ ქუჩებზე არსებული, ასევე ისტორიული შენობების იერსახის მოწესრიგებას, თანამედროვე გარეგანათების სისტემის დამონტაჟებას და გზის საფარის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შესრულდება სახლების საძირკველის გამაგრების სამუშაოები, შენობებს ძველი ისტორიული იერსახე დაუბრუნდებათ, რამდენიმე სახლზე კი მანსარდის დაშენება იგეგმება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 100 ათასი ლარია.

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 67–ე წლისთავი აღინიშნა

9 მაისი ქუთაისში
09 მაისი 2012 ვრცლად

ფაშიზმზე გამარჯვების 67–ე წლისთავი ვეტერანებს ქალაქის მერმა გიორგი თვედორაძემ, იმერეთის გუმრნატორმა ლაშა მაქაცარიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა და ადგილობრივი მთავრობის სხვა წვრებმა რიგით ქუთაისელებთან ერთად მიულოცეს. შეკრებილმა საზოგადოებამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულტა ობელისკი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.